დმანისი

დმანისი

четверг, 10 декабря 2009 г.

საიდან მოდიხარ შენ, ადამიანო?...

1.პრიექტის სახელი:საიდან მოდიხარ შენ ადამიანო?...
2.პროექტის მოკლე აღწერა:
მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების შეხედულება ევრაზიაში ჰომინიდების
პირველი ნამარხების შესახებ.დმანისელი ჰომინიდების ადაპტაციები
გარემოსთან.ქართველი არქეოლოგების აღმოჩენის მნიშვნელობა
ანთროპოლოგიის განვითარების საქმეში.
3.პროექტის სრული ვერსია:
პროექტში აღწერილი იქნება ადამიანის ანთრიპოლოგიური წინაპრები:
უძველესი და ძველი ადამიანები.მათი ცხოვრების ნირი.გენეტიკოსების
ლაბორატორიული ანალიზის შედეგები ადამიანისა და ადამიანის
მსგავსი მაიმუნის-გორილას შედარებისას.მსოფლიოს არქეოლოგთა
აღმოჩენები.საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი განმარხებული
ჰომინიდების ანატომიური და მორფოლოგიური თავისებურებები
დმანისის აღმოჩენების მნიშვნელობა ანთროპოლოგიის განვითარების
საქმეში.
4.მონაწილეთა ასაკი:13-14 წელი
5.ვადები. ხანგრძლივობა:
2009წ.ნოემბერი,დეკემბერი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტში. მოაწყობენ
პრეზენტაციებს. შექმნიან ვებ-ალბომებს. მოიძიებენ ინფორმაციებს
ადამიანის წარმოშობასთნ დაკავშირებით და გააცნობენ ფართო
საზოგადოებას. თვიანთ მასალას განათავსებენ ინტერნეტში.
7. მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოზარდები დაეუფლებიან კომპიუტერთან მუშაობას. შექმნიან ვებ-გვერდს
ბლოგების სახით. ისწავლიან ინფორმაციის გაცვლას ერთმანეთში.
დაამყარებენ კავშირს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან. ჩამოუყალიბდებათ
დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევა და ჩაებმებიან კვლევა-ძიების
საქმიანობაში.
8.სასარგებლო სხვებისთვის:
ანთროპოლოგიით დაინტერესებული პირები გაეცნობიან მეცნიერთა
მიღწევებს, შემოვლენ დისკუსიებში, გაეცნობიან ერთმანეთის
ინტერესთა სფეროს. ბავშვებს განუვითარდებათ შემოქმედებითი
აზროვნების, კვლევის შედეგების პრეზენტაციის უნარ-ჩვევა,
პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შერჩევა და დასკვნების
გაკეთების უნარი.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთნ, ეროვნულ სასწავლო
გეგნასთან კავშირი:
ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან, ინფორმატიკასთან
ისტორიასთან(არქეოლოგია).
11.მოსწავლეები სხვა სკოლიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი, გვარი:
მანანა ბერიკაშვილი
თანაავტორები: ანი ფორჩხიძე, ქეთევან არონია, ნოდარ დანელია,
თინათინ ხუციშვილი, კონსტანტინე კაციტაძე, მარიამ ლოჩოშვილი.
თემურ ბაგრატიონი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
berikashvili.manana @ gmail.com სახელი: daot
პაროლი:.......
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ.გვერდი:

среда, 9 декабря 2009 г.

ქართველ მეცნიერთა დამსახურება მსოფლიო არქეოლოგიის განვითარების საქმეში






,,ორმა უბრალო თავის ქალამ,
რომელთა ღირებულება ოქროს
ზოდებზე მეტია, მსოფლიოს
ყველა პრეისტორიკოსი....”გააოცა”
ა) ქართველ მეცნიერთა დამსახურება მსოფლიო არქეოლოგიის განვითარების საქმეში
მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ საკითხი ადამიანის წარმოშობისა და მისი დედამიწაზე განსახლების შესახებ. საკითხის კვლევაში აქტიურად არიან ჩაბმულნი ქართველი მეცნიერები და მათმა აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს მსოფლიოს აღმოჩენათა შორის პირველი ჰომინიდის წარმოშობის ტერიტორიის დადგენის საქმეში.
1999 წლის 12 მაისს მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანის პირველი მიგრაციის ნამარხის კვალი საქართველოში იყო ნაპოვნი. ,,ლუსის’’ აღმოჩენის შემდეგ ეს იყო უდიდესი მოვლენა ბოლო 25 წლის განმავლობაში პალეონტოლოგები იზიარებენ იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები აფრიკაში წარმოიშვნენ, ხოლო როდის და რატომ გავრცელდნენ ევრაზიაში, ეს მუდმივი დავის საგანია.

ჰომინიდების გავრცელება ევრაზიაში


ბ) ჰომინიდების გავრცელება ევრაზიაში
პირველი ჰომო ევრაზიაში დაახლოებით მილიონი წლის წინ გავრცელდა. ეს იყო Hომო ერეცტუს – ის წარმომადგენელი, აფრიკის გარეთ მის გავრცელებაზე ახალ პასუხებს იძლევა დმანისის აღმოჩენები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ბ-ნი დავით ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ დმანისში ნაპოვნი ქვისაგან დამზადებული იარაღი, რომელიც შესწავლილია ქ-ნ მედეა ნიორაძის ხელმძღვანელობით, იდენტურია აფრიკაში ნაპოვნია არქაული მასალისა, რომელიც 2.5-2 მილიონი წლით თარიღდება,
ადამიანის განსახლება წარმოშობის ადგილიდან მოხდა იმიტომ, რომ მას სურდა ახალი ტერიტორიების ათვისება. გარემო პირობების შეცვლამ, ეკოლოგიურმა და ბიოლოგიურმა ფაქტორებმა განაპირობა ცვლილებები ანატომიურ აგებულებაში. გაიზარდა სხეულის ზომები, ტვინის მოცულობა. მას შემდეგ რაც ადამიანმა ხორცის ჭამა დაიწყო, ე.ი. კარნივორი გახდა, მისი არეალი გაფართოვდა

დმანისელი ჰომინიდები


გ) დმანისელი ჰომინიდები
მეცნიერთა ვარაუდით პირველი დმანისელი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, მდედრის სიმაღლე 150 სმ იყო (გამოთვლილია დმანისში ნაპოვნი ტერფის მიხედვით). ტვინის მოცულობა თანამედროვეს თითქმის ორჯერ ჩამოუვარდებოდა. იგი ქვის იარაღს ამზადებდა და შესაძლოა ცეცხლსაც იყენებდა. დმანისში ნაპოვნი ძვლები ადასტურებს, რომ აქ ბინადრობდნენ ხმალკბილა ვეფხვები, ჟირაფები, მარტორქები, სპილოები, სირაქლემები და სხვა ცხოველები. დმანისელი ძირითადად შემგროვებლობას ეწეოდა და ხშირად მტაცებლების ნანადირევ ლეშსაც იყენებდა. დმანისელი ადამიანების ნაშთების ასაკი დაახლოებით 1 მილიონ 700 000 წელია და ის უძველესია არა მარტო ევროპაში, არამედ საერთო და აფრიკის გარეთ ...
1991 წელს, 31 მაისს დმანისში აღმოაჩინეს თავის ქალები, რომელთაგან ერთი ზრდასრულ მამაკაცს ეკუთვნოდა, მეორე კი ახალგაზრდა ქალს. ამის შედეგად საქართველო მსოფლიო მეცნიერებების ცენტრში აღმოჩნდა ადამიანის წარმოშობის საკითხისთვის ნათელი რომ მოეფინათ, გენეტიკოსებმა ლაბორატორიული ანალიზის გზით სცადეს დაედგინათ, რამდენად ჰგავს ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნის- გორილის დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) ერთმანეთს. ადამიანი ძუძუმწოვარი კლასის წარმომადგენელია და სადაც არ უნდა ეცხოვრა მის წინაპარს, ცხოველის ორგანიზმთან მსგავსება გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. დადგინდა, რომ ორივე მათგანის დნმ ორჯაჭვიანია. ორივე ინდივიდის დნმ-ს ჯაჭვებს შორის კომპლემენტარობის პრინციპი აღდგება ჯაჭვის ყველა ადგილას გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ეს ჯაჭვები ქიმიურად განსხვავდებიან ერთმანეტისგან. გენეტიკოსების აზრით განსხვავება გამოიწვია ევოლუციის პროცესში მომხდარმა მუტაციამ, მეორე განსხვავება ამ ორი ინდივიდის დნმ-ს შორის მდგომარეობს ამინომჟავების განლაგებაში. მეცნიერებები ვარაუდობენ, რომ ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნი ერთი საერთო წინაპრიდან არიან წარმოშობილნი და საქართველოში წარმოებულმა აღმოჩენებმა მეცნიერთა შორის დავა გამოიწვია მათი წარმოშობის ადგილზე.

მეცნიერთა ჰიპოთეზა


დ) მეცნიერთა ჰიპოთეზა...
არსებობს ჰიპოთეზა, რასაც შეიძლებოდა მეტყველების განვითარებისათვის შეეწყო ხელი ადამიანებში. გამართული ადამიანი (Hომო ერეცტუს), რომელიც 1.5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. წელში მოხრილი დადიოდა, რის გამოც მისი საყლაპავი მოკლე იყო. დროთა განმავლობაში ადამიანი წელში გაიმართა, დაიჭიმა კისერი ყელი და საყლაპავი. ენის ძირი ღრმად მოექცა, განთავისუფლდა პირის ღრუ და გაიზარდა ენის გარშემო ადგილი. ადამიანმა შეძლო სხვადასხვაგვარი მარცვლების და სიტყვების წარმოთქმა, ამან განავითარა თავის ტვინი, რამაც უკუშედეგი მოგვცა და ადამიანს გაუჩნდა დანაწევრებული მეტყველება.

მზია და ზეზვა

,,მზია’’ და ,,ზეზვა’’
1999-2001 წლებში დმანისის ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა ჰომიდინთა თავის ქალები და ყბის ძვლები, მათ ჰომოგეორგიკუსი შეარქვეს და პირობითად ..მზია’’ და ,,ზეზვა’’ უწოდეს. აქვეა აღმოჩენილი 5 თავის ქალა, ოთხი ქვედა ყბა და ჩონჩხის მრავალი ნაწილი. დმანისის ტერიტორიაზე ნაპოვნია სხვადასხვა ორგანიზმთა ნაშთებიც. ცხოველთა განმარხებული ფორმებიდან აღსანიშნავია ჭაობის კუ, ხმელეთის კუ, გიგანტური ურქო მარტორქა, დმანისის ძროხა და სხვა.

пятница, 2 октября 2009 г.

ჰომინიდების ევოლუცია

       ჰომონიდების ევოლუცია
არქეოლოგების მიერ ნაპოვნ ნაშთებში შერწყმულია ყველაზე პრიმიტული და უფრო განვითარებული ადამიანის წინაპრების ნიშნები. ძვლები მრავალი ნიშნით გავს Hომო ერეცტუს (გამართულად მოსიარულე ადამიანს), რომლებიც მეცნიერთა აზრით Hომო საპიენსი-ს წინაპრის ერთ-ერთი წინამორედია. ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან ხერხემლის ფორმით, მსგავსება თანამედროვე ადამიანის ხერხემალთანაც შეინიშნება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მიჩვეულები იყვნენ დიდ მანძილზე გადაადგილებას აღმართული სხეულით, თავის ქალას მცირე ზომა და პრიმიტული ზედა კიდურები მას Hომო ჰაბილიგ-თან ( მოხერხებულ ადამიანთან) აახლოებს.
ადამიანების თავის ტვინის განვითარების შედეგია მათი რთული და მრავალფეროვანი საქმიანობა, ჩვენს დრომდე ცოტა ნივთია შემორჩენილი, მაგრამ ეს ნივთები იძლევა წარმოდგენას, როგორ მზადდებოდა შრომისა და თავდაცვის იარაღი. ადამიანი ყოველთვის ტოვებს თავისი საქმიანობის კვალს, თავისი სურვილის მიხედვით ცვლის გარემოს, აწარმოებს ტანსაცმელს, ქმნის ნახატებს, მონუმენტებს. ყველანაირი სახის და ფორმის საგანი მეტყველებს ადრინდელ პერიოდში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების თავისებურებებზე, ნივთზე შემორჩენილი თმის ღერითაც კი შეიძლება დადგინდეს ადამიანის კვებისა და ჯამრთელობის შესახებ.